LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიალოგი გრძელდება – ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს კვლავ დეგნანის რეზიდენციაში ხვდებიან

95
BeFunky-collage (2)

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. პირველი შეხვედრის მსგავსად, მოლაპარაკების მაგიდასთან პარლამენტის თავმჯდომარე და იმ რვა პარტიის წარმომადგენლები სხედან, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ წინადადებას ელოდება.

“თალაკვაძეს ხურჯინი გავატანეთ მოთხოვნებით, გადამწყვეტი იქნება მეორე შეხვედრა” – ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შესახებ

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განცხადება გააკეთა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია.

“დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს თავის ტვინზე სჭირდებოდეს ოპერაცია და მას ამოვაცალოთ აპენდიციტი. არაფერ შუაშიახმების გადათვლა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან, რომელიც მასობრივად გაყალბდა, ამ საქმეში  გადათვლა არავითარი მკურნალი და წამალი არ იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ვითარება მეტად გაართულა ცესკოს 13 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, როცა კომისიამ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული არცერთი საჩივარი დააკმაყოფილა.

“რა თქმა უნდა, დაველოდებით, რას წარმოადგენს “ქართული ოცნება”, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკოს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიიღეს ვადების დაჩქარებით, სასამართლოს უფლების წართმევით ოპოზიციისთვის და კანონის პირდაპირი დარღვევით”- თქვა ჟურნალისტებთან ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს.

 

“რევიზია ან გადახედვა ამომრჩეველთა ნების გამოხატვის გამორიცხულია” – გიორგი ამილახვარი ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას ახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები