LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის კადრი ავტობუსიდან – მთავარია პირბადე გვეკეთოს?

404
103979594-677776763001844-7925210862256062412-o

“ფეისბუქ” გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ ავტობუსი პირბადიანი მოქალაქეებითაა გადავსებული. ფოტოზე ჩანს, რომ რეგულაცია, რომელიც გაცემულია დისტანციასთან დაკავშირებით დარღვეულია.

გვერდის ინფორმაციით, კადრი 24 ნომერი ავტობუსიდანაა.

“24 ნომერი ავტობუსი
მთავარია პირბადე გვეკეთოს?”

შეგახსენებთ, პანდემიის გამო, საქართველოში როგორც შიდა ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილება აკრძალული იყო. 31 მარტიდან არ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა და ნელ-ნელა ტრანსპორტმა გარკვეული შეზღუდვებით დაიწყო მოძრაობა.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 ივნისიდან განაახლა. მეტროს გარდა, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იკრძალება კონდიცირება. თუმცა, სატრანსპორტო სივრცის განიავებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით გახსნილია ფანჯრები. ასევე ტრანსპორტში წესით მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით უნდა ადიოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები