აკონტროლეთ ემოციები და მიაქციეთ ყურადღება საკუთარ მოქმედებას, რათა უკმეხი გამონათქვამებით არ დაძაბოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან. მოუსმინეთ ინტუიციას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობითვის, ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ახალი ნაცნობების შესაძენად, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის გასამართად, სპორტული და გასართობი ღონისძიებების, საზეიმო და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, ლატარიის და სამგზავრო ბილეთების შესაძენად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება,

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური გავლენა უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას დასუსტებულ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი და ცისფგერი, ასევე ფირუზი, აქვამარინი, ლაზურიტი, სერდოლიკი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომი წარმატებების მაუწყებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ვერძს და ტყუპებს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ მორიელი, თხის რქა და თევზები.

მსგავსი თემები