მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 14:38 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმების და ავარიების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი დოკუმენტების და ფინანსური ხელშეკრულებების გასაფორმებლად, პრეზენტაციების, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი მოსაზრებების მტკიცება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის და ალკოჰოლური სასმელის მიღებას, თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და იისფერი, ასე ფირუზი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, სერდოლიკი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მომავალი წარმატების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ქალწულს და მორიელს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი და ტყუპები.

მსგავსი თემები