გამარჯვების მმართველი პლანეტა – იუპიტერი თევზების ზოდიაქოს ნიშნიდან წლის ბოლომდე მერწყულის ზოდიაქოში დაბრუნდა. იუპიტერის რეტროგრადულობა არაფორმალური ლიდერების გააქტიურებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი პროგრამების განვითარებას, ადამიანებს შორის თანამშრომლობას, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 მეტად კონფლიქტური დღეა. მოერიდეთ პროვიკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. არ ღირს კამათი გარშემომყოფებთან, აკონტროლეთ ეგოიზმი და აგრესია. კარგად დაფიქრდით, სანამ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა, ეცადეთ მეტი დაისვენოთ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მოთმინება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, სისხლძრღვოვან სისტემას და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები– დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

მსგავსი თემები