მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:14-დან 14:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 12 აგვისტომდე ლომის ზოდიაქოში გადასვლა ერთის მხრივ, კეთილშობილებას, გონებამახვილობას, შემოქმედებით ნიჭს და რომანტიკულ გრძნობებს, მეორეს მხრივ, სიზარმაცეს, სიჯიუტეს, სულსწრაფობას და უყაირათობას, ეგოიზმს და პრეტენზიულობას გააძლიერებს.

დღეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება გავლენის და ძალაუფლების მოპოვების სურვილი, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული რადიკალურად შეიცვალოს მოვლენები და დაიძაბოს სიტუაციაა.

აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, აღიარეთ და ეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სადავო საკითხების გადასაწყვეტად და ვალების გასასტუმრებლად,

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ამეთვისტო, გიშერი, ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები– დღევანდელი სიზმარი მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

მსგავსი თემები