LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

396
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მეტად მოსიყვარულე ლომის, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური თევზების ზოდიაქოს ნისანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს სასიყვარულო ინტრიგების და ფარული რომანების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, რათა გამძაფრებული წყენისა და ეჭვიანობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ კონფლიქტებისგან თავის დაღწევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, ძველი ნივთებისგან და ურთიერთობებისგან განთავისუფლებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება, ბინის შეძენა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ვერცხლისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები