LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

385
mixeilcagareli20245

არ ღირს მკაცრი გრაფიკის შემუშავება და მისით ხელმძღვანელობა, რადგან დღის მანძილზე მუდმივად მოგიწევთ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება.

მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს წყენა, ბრაზი, ეჭვიანება და გაღიზიანება. აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ მეტი დაუთმოთ პარტნიორს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, მცენარებიის დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება, სესხის გაცემა და ვალის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქტროპული პრეპარატების, ცხიმიანი ხორცის, თევზის და რძის პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გაგატი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მხოლოდ 20 დღის შემდეგ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები