LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

463
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე თავისუფლების მოყვარე, დემოკრატიული მერწყულის, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ცვლილებები დღეა, ამიტომ დღეს და ხვალ დაწყებული საქმე მომავალში აუცილებლად გაამართლებს. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ სხვათა რჩევები. არ ღირს ეჭვიანობა, ზედმეტი ემოციების და უმიზეზო აგრესიის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახლობლებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, ვერცხლისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი, მთვარის ქვა, ოპალი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები