LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

580
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:18-დან 22:55 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიურპრიზების და წინასწარ განუსაზღვრელი მოვლენების დღეა, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და სიფრთხილე, რადგან სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და თქვენც სპონტანურად გაიძულოთ მოქმედება.

მაღალია დაცინვის, ინტრიგების, მოტყუების და შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გარიგებებისა და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტი და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, ნეფრიტი, სერდოლიკი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები