LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

453
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ანუ მზის და მთვარის ენერგიების შერწყმა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ნებისმიერის განწყობაზე. დაძაბულობა მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება, თუმცა პიკს 13:28 საათზე მიაღწევს. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების რისკი. ადამიანებში გაძლიერდება დეპრესიისკენ მიდრეკილება, ცდუნების და შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ კამათს, რადგან ნებისმიერი შელაპარაკება სერიოზული უსიამოვნებით დასრულდება. არ ღირს მოჭარბებული ამბიციების, აგრესიის და პრეტენზიების გამოვლენა, დაუფიქრებელი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

მოემზადეთ სიურპრიზებისთვის და სპონტანურად მოქმედებისთვის, რადგან დღის მანძილზე მოვლენები მრავალჯერ შეიცვლება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მამაკაცებს, რადგან ძალიან გაუჭირდებათ მოჭარბებული აგრესიის გაკონტროლება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ფინანსური ოპერაციების განხორციელება, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორება. არ ღირს სამომავლო გეგმების დასახვა, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ მათი კორექტირება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან შოკოლადი, ყავა, შაქარი და კვერცხი. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – უმჯობესია თავი შეიკავოთ მინერალების გამოყენებისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ვერძისთვის, უსიამოვნებები ელის თხის რქას.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები