LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

404
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. ლომისა და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე მზისა და მთვარის ენერგიების დაპირისპირებით მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. გაძლიერდება მიდრეკილება აგრესიისა და დეპრესიისკენ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, აკონტროლეთ ემოციები, ეგოიზმი და სულსწრაფობა.

მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო აქტივობებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საცხოვრებლის და ბინის დიზაინის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ცხიმიანი საკვების მიღებას, რადგან დღეს ორგანიზმი თვითგაწმენდაზეა მომართული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ციტრინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ კარგი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები