LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

467
მიხეილ ცაგარელი

საკმაოდ რთული დღეა, ამიტომ ნუ ეცდებით პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის პარტნიორებს.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია ინტრიგების და ჭორების გავრცელების, მოტყუების და შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაცემა და საიდუმლოს გამხელა, რადგან ნებისმიერი გამხელილი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

ნუ გექნებათ სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან გაგების და ანგარიშის გაწევის იმედი, რადგან ზედაპირულობის და გულგრილობის მეტს ვერაფერს მიიღებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად და ფინანსური ხელშეკრულებების გასაფორმებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის ან ახალი სამსახურის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მაღალია გაცივების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, ჟადეიტი, გელიოტროპი, ამაზონიტი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები