LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი –

400
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:36-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 16 აგვისტომდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა პარტნიორულ ურთიერთობაში პირდაპირობას და პრაგმატულობას, წვრილმანების ჩაძიების სურვილს და პასუხისმგებლობის გრძნობას გააძლიერებს. არაა გამორიცხული სწორედ ახლა გაგიჩნდეთ რომანტიკული გრძნობები კოლეგების მიმართ.

ნუ ენდობით შემთხვევით ნაცნობებს, გაუფრთხილდით საბუთებს და ძვირფას ნივთებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და ხელმძღვანელებისთვის თხოვნით მისამართად, ახალი საქმის ან სამსახურის დასაწყებად, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება,

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აქატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები