LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

517
cagareli201221

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:29-დან 11:15 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასკიეთო დღეა ინფორმაციის შესაძენად და ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი საქმის დასაწყებად და ახალი კავშირების დასამყარებლად, ფინანსური ოპერაციებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, ქარვა, ნეფრიტი, იაგუნდი და გეაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები