LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

806
მიხეილ ცაგარელი

მზის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნიდან ერთი თვით ლომის ზოდიაქოში გადასვლით  ერთის მხრივ, ადამიანებში კომუნიკაბელურობა და კეთილშობილება, ორგანიზატორული უნარები, რომანტიკული გრძნობები და სასიყვარულო რომანების გაბმის სურვილი, მეორეს მხრივ,  სიჯიუტე, სიზარმაცე და სულსწრაფობა, ეგოიზმი და უყაირათობა გაძლიერდება.

მოერიდეთ ძვირადღირებული ნივთების და უძრავი ქონების შეძენას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამომავლო გეგმების დასახვისა და ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გასამართად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად და კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ქრიზოპრაზი, აქატი, ონიქსი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები