LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

526
მიხეილ ცაგარელი

საკმაოდ რთული დღეა, ამიტომ თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისა და დაპირისპირებისგან, აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ არ გაღიზიანდეთ ყველა წვრილმანზე. არ ღირს ნაჩქარევი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, გარისკვა და გაუაზრებლად მოქმედება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, შემოქმქდებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომრციისთვის, ძველი საქმის დასასრულებლად და ახალი ნაცნობების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და გაგატი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები