LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

568
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მოგიწევთ გაუთვალისწინებელი საორგანიზაციო საკითხების გადწყვეტა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სიყვარულისა და ქორქინებისთვის, ახალი საქმის დასაწყებად და ახალი ნაცნობების შესაძენად, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. არ ღირს გარისკვა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები