LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1502
cagareli

ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის მერკურის დირექტულობა (ანუ გასწორებული მოძრაობა) ადამიანებს საერთო ენის მოძიებასა და ურთიერთობის გარკვევაში დაეხმარება, გაუმჯობესდება კომუნიკაცია და კომპიუტერული ტექნიკის მუშაობა.

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ცდუნებას და ნუ ეცდებით საეჭვო გარიგებებიდან ფინანსური სარგებლის მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ძველი იდეების განსახორციელებლად და ახალი გეგმების დასასახად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ბეჟი და ყავისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, მალაქიტი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ტყპუპებს, ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები