LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1171
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მთვარე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ნიშანში იქნება, მზე კი, სწორედ დღეს გადაინაცვლებს ერთი თვით თევზების ზოდიაქოში, რაც ადამიანებში ერთის მხრივ, ინტუიციას, ემოციურობს და მგრძნობიარობას, რომანტიზმს და თანაგრძნობის უნარს, მეორეს მხრივ, ილუზიებს, მოჭარბებულ ფანტაზიებს  და ტყუილებისადმი მიდრეკილებას, დეპრესიას და წარსულზე ფიქრს გააძლიერებს.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთა უტაქტო გამონათქვამებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების შესასრულებლად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და ხელმძღვანელთათვის საკუთარი იდეების შეთავაზება.

ჯანმრთელობა – დროებით უარი თქვით თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებაზე. გაუფრთხილდით ძვლოვან სისტემას და სახსრებს. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროფედურების ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი, აგატი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები