LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

440
--2020-01-20-08-25-35-144508

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:44-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას და საკუთარი სურვილების ძალისმიერი მეთოდით დაკმაყოფილებას, ნაკლებად ინერვიულეთ და იუმორით შეხედეთ ყველაფერს.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ძველი საქმეების დასასრულებლად და სტრატეგიული გეგმების დასასახად. არ ღირს ახალი პროექტის დაწყება, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, მოგზაურობა და შორ დისტანციაზე მგზავრობა.

* ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბრინჯით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, არ ღირს დასუსტებულ ორგანოებზე ოპერაციის ჩატარება.

*დღის ფერები და მინერალები –  წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ თხის რქას და თევზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები