LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

457
mixeil-cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და შრომისმიყვარე თხის რქის, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული, თუმცა ხშირად აგრესიული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

საკუთართან ერთად დაიცავით სხვისი უფლებებიც. მოერიდეთ კამათს და აგრესიის გამოვლენას, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას და იმპულსურად მოქმედებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, არ ღირს ფულის უყაირათოდ ხარჯვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელსეკრულებების გაფორმება, მსხვილი კაპიტალის დაბანდება ან ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, მით უფრო, რომ მაღალია თავის ტრავმის ალბათობა. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების და პლასტიკური ოპერაციის ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ცისფერი და ლურჯი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, პრობლემებისთვის უნდა ემზადონ მორიელი და თხის რქა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები