LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

524
მიხეილ ცაგარელი

გაუფრთხილდით ძვირფას ნივთებს, რადგან მაღალია მათი დაკარგვის ალბათობა. აკონტროლეთ აგრესია და ემოციები, არ ღირს ზედმეტი გულწრფელობა და პირდაპირობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად. არ ღირს სესხის აღება, საცხოვრებლის შეცვლა, მგზავრობა და მოგზაურობა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ამეთვისტო და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები