LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

479
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან არაა გამორიცხული გახდეთ თაღლითური მანიპულაციების მსხვერპლი.

არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო რომანების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და პარტნიორის გრძნობებზე თამაშით მისი თანაგრძნობის მოპოვება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, შეცდომების გააზრებისა და გამოსწორებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – კარგად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები