LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

504
cagareli

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თაღლითობის და ძარცვის ალბათობა.

არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს უსიამოვნებებს აყოლა და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება, უმჯობესია მოითმინოთ და საღი გონებით მიიღოთ გადაწყვეტილება.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს, ლომს, მორიელს და მერწყულს, რომელთაც წინასწარი გეგმის გარეშე, სპონტანურად მოუწევთ მოქმედება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და გაცემა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი და იისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები