LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

864
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:37-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სეირნობისა და მსუბუქი ვარჯიშებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, გართობისა და საყვარელი საქმის შესასრულებლად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, ბინაში ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად და ახალი ნაცნობების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, უცხიმო ხორცით და თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი და ლიმონისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები