LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

634
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მებრძოლი და გაბედული მორიელის, მთვარე კი, ინტუიტიური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება.

ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროსესის გასამართად, ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და მეგობრებთან ერთად პიკნიკის მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა სტომატოლოგთან ვიზიტისა და კბილების მკურნალობისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მარჯანი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, პრობლემებისთვის უნდა ემზადონ ვერძი, მშვილდოსანი და მერწყული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები