LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

594
cagareli

ხვალინდელი მთვარის დაბნელების წინ თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებასგან, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ღირს ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ხელმძღვანელობისთვის საკუთარი პროექტების წარდგენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შეძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადაიტვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას.

დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, თაფლი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ვერცხლისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, გიშერი, ამეთვისტო და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ძალების გავლენისგან, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ტყპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები