LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2000
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და შრომისმოყვარე თხის რქის, მთვარე კი, ელეგანტური და ესთეტიური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 3 თებერვლამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ადამიანებში ერთის მხრივ, გონებამახვილობას, ინტუიციას და  სპონტანურობას, არასტანდარტულად აზროვნების და იმპროვიზაციის უნარს, მეორეს მხრივ კი, სიჯიუტეს და ექსცენტრიული მოქმედებებისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ხელნაკეთი ნივთების და ხელოვნების ნიმუშების, ავეჯის და სამშენებლო მასალის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ბეჟი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ლომისა და სასწორისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები