LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

459
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება, რადგან მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება ნეგატიური ტენდენციები, მოიმატებს მოტყუების და პროვოცირების ალბათობაც. გამოიჩინეთ სიფრთხილე და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და დაპირისპირებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, სპორტული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მიირთვით თაფლი და შოკოლადი, გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობათა ორგანოებს და თავის არეს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, ტოპაზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები