LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

988
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:40-დან 20:16 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, თავი შეიკავეთ სასიყვარულო თავგადასავლებისა და რომანტიკული ავანტიურებისგან, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მაღალია ინტრიგების, დაცინვის და დამცირების, მოტყუების და შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე -სასიკეთო დღეა სწავლისა და ცოდნის მისაღებად, სამეცნიერო და კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, აუქციონის და პრეზენტაციის, კონფერენციის და სიმპოზიუმის მოსაწყობად, საკანცელარიო ნივთების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. არ ღირს კერძო საკუთრების ყიდვა და გაყიდვა, ლაშქრობის და ექსკურსიის მოწყობა.

ჯანმრთელობა – მიირთვით ხილი და ბოსტნეული, უცხიმო ხორცი და თევზი. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, იისფერი და კრემისფერი, ასევე ამაზონიტი, გელიოტროპი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ თხის რქას და თევზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები