LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

311
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობა, ანუ მზისა და მთვარის დაპირისპირება ქალწულისა და თევზების ზოდიაქალურ ღერძზე საგრძნობლად გაზრდის ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობას, რადგან ძალიან გაუჭირდებათ ადამიანებს დეპრესიის და უმიზეზო აგრესიის დაძლევა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რათა არ აჰყვეთ ცდუნებას და არ დაუშვათ შეცდომები. განსაკუთრებით გაღიზიანდებიან ქალბატონები, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის, თავშეკავების გამოჩენა მართებთ მამაკაცებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. არ ღირს საიდუმლოდ მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და მოთუშული ბოსტნეულით, რძით და ზღვის პროდუქტით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ფირუზისეფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები