LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

809
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:00-დან 20:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობა, ანუ მზის და მთვარის ენერგიის კუროსა და მორიელის ზოდიაქალურ ღერძზე დაპირისპირება საგრძნობლად გააუარესებს ადამიანთა ჯანმრთელობას და გაამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს. გაძლიერდება აგრესია და დეპრესია, გაიზრდება ცდუნებების და შეცდომების დაშვების, ბრაზის და წყენის, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას და ახალი საქმის დაწყებას. განსაკუთრებით გაღიზიანდებიან ქალბატონები, ამიტომ მეტი ტაქტის და თავშეკავების გამოჩენა მართებთ მამაკაცებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად იღბლიანი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა არომათერაპიისა და რელაქსაციისთვის, თუმცა არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დანიშვნა. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს, მოერიდეთ ყავის და ალკოჰოლური სასმელის მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, სირთულეების დაძლევა მოუწევთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები