LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

466
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას.  არ აჰყვეთ საეჭვო შეთავაზებებს და არ ჩაებათ ავანტიურისტულ თავგადასავლებში.

არ ღირს გარისკვა და სულსწრაფი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ძველი ნივთებისგან განთავისუფლებისა და კულინარული ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ვაჭრობისა და კომერციული ოპერაციებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, ახალი ადამიანების გაცნობისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი და ცისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, იასპი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები