LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

983
მიხეილ ცაგარელი

ნუ აჰყვებით ემოციებს, საღარდ შეაფასეთ მიმდინარე მოვლენები და მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს, რადგან მაღალია მოტყუების და პროვოცირების ალბათობა. არ ღირს საქმეების, სასიყვარულო ურთიერთობის გასაიდუმლოებას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში გამოაშკარავდება და სერიოზულ პრობლემებსაც მოგიტანთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ქველმოქმედებისა და საჯარო გამოსვლებისთვის, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და სასამართლო პროცესების მოსაწყობად, გავლენიანი სპონსორების მოსაძიებლად, უძრავი ქონების შესაძენად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით თქვით უარი რძის ნაწარმზე, ცივ და გაზიან სასმელზე, მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და მორიელისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები