LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

556
mishacagareli345

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:54-დან 23:49 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და გამონათქვამები, რადგან მაღალია პროვოკაციების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, საოფისე ნივთებისა და საათის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა, საკამათო და რთული საკითხების გარკვევა, ფინანსური და საბანკო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. შეიკავეთ თავი თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები