LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

844
mixeil-cagareli-4

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:43-დან 18:09 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, მოერიდეთ პრეტენზიის, უკმაყოფილების გამოთქმას, მეტი ოპტიმიზმით განეწყვეთ ძველით ახალ წლის შესახვედრად!

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება ახალი ნაცნობობა, ნებისმიერი  მოლაპარაკება და საქმიანი შეხვედრა. პოზიტიური დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ხელმძღვანელთათვის საკუთარი პროექტის წარსადგენად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და გავლენიანი თანამდებობის დასაკავებლად, საჩუქრების, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკარული და ძვირფასი ნივთების, ლატარიის და სამგზავრო ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხეალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე სერდოლოკი, სარდიონი, ქარვა, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს და მორიელს, სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპებს, მერწყულს და თევზებს, რომელთა ნერვული სისტემა საგრძნობლად დასუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები