LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

422
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც საკმაოდ მძიმე იქნება ენერგეტიკულად. მოერიდეთ დაუფიქრებელი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფიზიკური და ინტელექტუალური ვარჯიშებისთვის, საყოფაცხოვრებო და პირადი საკითხების მოსაგვარებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად, ვალის დასაფარად და უპერსპექტივო საქმეების დასასრულებლად, საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, ლიმონისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები