LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1370
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -13:55-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოგიწევთ დასახული გეგმების შეცვლა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი განხორციელება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ფეხით დიდხანს სიარულს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ქველმოქმედებისა და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, გავლენიანი სპონსორების და მფარველების მოსაძიებლად. არ ღირს სასიყვარულო ავანტიურაში ჩაბმა და პირადი ცხოვრების დეტალების გამხელა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო სწრაფად გამოაშკარავდება და შემდგომი კონფლიქტების მიზეზი გახდება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ, ლიმფურ სისტემას და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი, გაგატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად სასიკეთო დღე ელით სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები