LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

420
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ კამათს, ეგოიზმის და ზედმეტი ემოციების გამოვლენას. არ აჰყვეთ ჭორებს და ინტრიგებს, რადგან მაღალია პროვოკაციების ალბათობა. მოერიდეთ უხეშ გამონათქვამებს, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და დელიკატურობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვარჯიშებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ყოველდღიური და წვრილმანი პრობლემების გადასაწყვეტად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდებას.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ნიგვზით და ასკილის წვენით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, თვალებს და გრძნობათა ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი, ასევე ლალი, იაგუნდი, ქარვა, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები