მოერიდეთ ხალხმრავლობას, უმჯობესია დარჩეთ მარტო და წარსულის გაანალიზებით გულწრფელად აღიაროთ შეცდომები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ქველმოქმედებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საზოგადოებრივ, უფლებადამცველ ორგანიზაციებისთან თანამშრომლობისა და იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, საჯარო გამოსვლებისა და სასამართლო პროცესების გასამართად, კაპიტალის დასაბანდებლად და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რომანტიკულ თავგადასავლებში ჩაბმა და პირად ცხოვრებაზე საუბარი, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, ფეხის ტერფებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე გიშერი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უაიამოვნებები ელით ვერძს, ტყუპებს და ლომს.

მსგავსი თემები