LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

396
cagareli201221

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:49-დან 10:13 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორულ ურთიერთობაში მოსალოდნელია ფუჭი საუბრები და შეუსრულებელი დაპირებების გაცემა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სპორტული ღონისძიებებისა და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად, ავტომობილის რემონტისა და ავეჯის რესტავრაციისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები, კაპიტალის დაბანდება და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და სისხლძარღვთა სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულსა და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები