მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:50-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ლაშქრობის, სპორტული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, მოგზაურობის დასაგეგმად და სამგზავრო ბილეთების შესაძენად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ციტრუსით, უცხიმო რძის პროდუქტით და თევზით, კარგი დღეა მასაჟისა და ცურვისთვის, სუნთქვითი თერაპიის ჩასატარებლად და ბრონქების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ფირუზი, ბრილიანტი, ლაზურიტი, საფირონი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ლომისა და, სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს და ქალწულს.

მსგავსი თემები