LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

440
mixeil-cagareli-3

დღევანდელი დღე ყურადღბას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასრურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად, ცნობიერების გასაფართოვებლად, ახალი გამოცდილების მისაღებად და მგზავრობისათვის. ნუ იჩქარებთ, მოერიდეთ კამათს და აგრესიის გამოვლენას. ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, კაპიტალდაბანდებისათვის, თმის შეჭრისათვის, ხელშეკრულების დასადებად.

ჯანმრთელობა –  დღეს სუსტდება თავის ზონა, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანიოები, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი,  ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი,  ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა  ტყუპებისა და ლომისთვის,  დღე დაძაბულია კირჩხიბის, ქალწულის, თხის რაქისა და თევზებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები