LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

435
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ აგრესიულობისა და ფანატიზმის გამოვლენას, ნუ დაარღვევთ წესებს. დღეს ვენერა სექტემბრამდე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც შემოიტანეს ურთიერთიობებში მეტ მგრძნობიარობასა და რომანტიკულობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა სიყვარულისთვის, ვალების დასაბრუნებლად, სწრაფად შესრულებადი საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.  ნეგატიური დღეა ქორწინებისათვის, საფინანსო ოპერაციებისთვის, სტომატოლოგიური პროცედურებისათვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა, კბილების ზონა და გრძნობათა ორგანოები, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და სერდოლიკი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, სასწორის, მშვილდოსნისა და  მერწყულისათვის, დღე დაძაბულია, კუროსა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები