დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. მეტი დრო დაუთმეთ ბუნებასთან კონტაქტს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა გამოუსადეგარი ნივთების მოსაშორებლად, დალაგება-დასუფთავებისთვის. დღეს სექსუალური ენერგია მოიმატებს. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ქველმოქმედებისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, მოერიდეთ კონფლიქტებს, საიდუმლო საქმეებს, ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

ჯანმრთელობა – სუსტდება ლიმფური სისტემა და ტერფების ზონა.

დღის ფერები და მინერალები  – მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, აქატი, მარჯანი ალექსანდრიტი და ამეთვისტო,  აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, დაძაბულია დღე მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05