LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

409
cagareli

დღეს მეტი მოთმინება გამოავლინეთ სხვათა მიმართ. აკონტროლეთ ემოციები, ენდეთ ინტუიციას, დღეს და ხვალ ნერვული სისტემა განსაკუთრებით უსუსტებათ, კირჩხიბებს, სასწორებს, თხის რქასა და ვერძებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა შემოქმედებითი მუშაობისათვის, ვაჭრობისათვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა, ავეჯის, ანტიკვარიატის შესაძენად. კარგი დღეა მცენარეებთან მუშაობისათვის, კულინარიული საქმიანობისათვის, პირად ურთიერთობებში შესაძლოა ამოუცნობმა მოვლენებმა იჩინონ თავი. დღე მოიმატებს სექსუალური ენერგეტიკა.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი,  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – თეთრი, მწვანე, იისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, აქატი, ოპალი, ამეთვისტო და რაუხტოპაზი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, ქალწულისა და მორიელისთვის, დღე დაძაბულია ვერძისა და მორიელისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები