LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

692
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღეს ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა დალაგებისთვის, საბუთებისა და წიგნების თაროების მოსაწესრიგებლად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის და მშენებლობისთვის. პირად ურთიერთობებში მოიმატებს შემთხვევითი გაცნობისა და ფლირტის ალბათობა. მოერიდეთ ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობებს, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სიმძიმეების აწევას, ორგანიზმი მიდრეკილია თვითგაწმენისაკენ, ამიტომ ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – იასამნისფერი, ვერცხლისფერი და კრემისფერი, ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი დავერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, თოფაზი, ამაზონიტი, ბერილი და გიაცინტი. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, ლომისა და სასწორისათვის,  დღე დაძაბულია კირჩხიბისა და თხის რქისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები