LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

448
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ. დღე კონფლიქტურია, ნუ აყვებით ემოციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა სამღებრო სამუშაოებისთვის, მშენებლობისათვის, აუქციონების ჩასატარებლად და კვლევითი სამუშაოებისთვის. მოერიდეთ უჰაერო სივრცეებში ყოფნას, სიმძიმეების აწევას, ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. ნეგატიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, მთების დასალაშქრად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები.  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ თოფაზი, აქვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი და ავანტიურინი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, მშვილდოსნისა და მერწულისათვის, დღე დაძაბულია, კუროს, ქალწულის, მორიელისა და თევზებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები