LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

600
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს მგრძნობიარე და ინტუიციურ კირჩხიბის ზოდიაქოში იმყოფება, ხოლო მთვარე აქტიურ, მიზანდასახულ და ზოგჯერ აგრესიულ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, დღეს სწორედ აღნიშნული ტენდენციები იჩენენ თავს. დღეს პროვოკაციების ალბათობა მაღალია, ასე რომ, იყავით ყურადღებით.

დღეს ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენა ხდება, ინტელექტისა და გონების მმართველი პლანეტა მერკური სამ კვირიანი რეტროგადული მოძრაობის შემდეგ ხდება დირექტული, ანუ სწორად მავალი, რაც საზოგადოებაში ინფორმაციის მოპოვებისა და გაცვლის უნარს გააუმჯობესებს, ხელს შეუწყობს მოგზაურობას, იდეათა რალიზაციას, უცხო ენების შესწავლასა და ინფორმაციის ათვისებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ვალის დასაბრუნებლად, საკამათო საკითხების მოსაგვარებლად, მგზავრობისთვის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. პირად ურთიერთობებში გამოავლინეთ გამბედაობა. მოერიდეთ დღეს წესების დარღვევას, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, ხელშეკრულებების გაფორმებასა და თმის შეჭრას.

ჯანმრთელობა – სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგაბნოები, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ  ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და მშვილდოსნისათვის, დაძაბულია კირჩხიბისა და ქალწულისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები